ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს ცვლის


კრისტი ნოემი - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი
კრისტი ნოემი - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი

კვირას შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა კრისტი ნოემმა შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. სააგენტო ცდილობს განახორციელოს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული, არალეგალური იმიგრანტების მასობრივი დეპორტაციის ოპერაცია.

ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პირველ თვეში 37,660 ადამიანის დეპორტაცია მოხდა. შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემები, რომელიც პირველად გასულ თვეში სააგენტო „როიტერმა“ გამოაქვეყნა, აჩვენებს რომ მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იყო ბაიდენის ადმინისტრაციის გასული სრული წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც თვეში 57,000 დეპორტაცია ხდებოდა.

ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად სწორედ შეერთებული შტატებიდან მილიონობით ადამიანის დეპორტაციის დაპირება აქცია. ცოტა ხნით ადრე „როიტერი“ იუწყებოდა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კალებ ვიტელო, გასულ თვეში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, რადგან მოლოდინი ვერ გაამართლა.

ნოემმა თქვა, რომ აწინაურებს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ტოდ ლიონს, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდება, ლუიზიანის შტატის გარეული ცხოველების და თევზის სავარგულების დეპარტამენტის მდივანი მედისონ შიჰენი კი დირექტორის მოადგილე გახდება.

XS
SM
MD
LG