ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდსის მკურნალობის წარმატებული მეთოდები


ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის იმუნო-დეფიციტის ვირუსის მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს დაავადებისგან განკურნების პოტენციალი აქვს

ამერიკელი მეცნიერები შიდსის მკურნალობის რამდენიმე იმედისმომცემი მეთოდისკენ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ ზოგიერთ მათგანს დაავადებისგან განკურნების პოტენციალი გააჩნია. დღეს სამეცნიერო ჟურნალში (New England Journal of Medicine) გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის იმუნო-დეფიციტის ვირუსით დაავადებული ზოგიერთი პაციენტის განკურნვა შესაძლებელია.
ბოსტონში მიმდინარე შიდსის კონფერენციაზე ოთხშაბათს საუბარი იყო ამერიკაში დაბადებულ უკვე მეორე ჩვილ ბავშვზე, რომელიც შიდსის ვირუსით გაჩნდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსი აღარ აქვს. პირველი მისისიპის შტატში დაიბადა და მას გაჩენიდან 30 საათში მკურნალობა დაუწყეს. მისისიპელი გოგონა უკვე 3 წლისაა. მეორეს კი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში უმკურნალეს.
XS
SM
MD
LG