ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები კონოლი და ტერნერი ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან და დამატებით სანქციებს ემხრობიან


აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი

კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი მიესალმებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს:

„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, - წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი
აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი

ჯერალდ (ჯერი) კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ტერნერი ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე და მისი აქტიური მხარდამჭერია.

„ივანიშვილის დირექტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან, - „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებითა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით“, - აცხადებენ კონგრესმენები.

მათი განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა - უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) - სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG