გაეროში კლიმატის ცვლილების მთავარი ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით ქვეყნებმა წელს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, თუკი მათ სურთ, რომ მსოფლიო ტემპერატურამ 2 გრადუსით არ მოიმატოს. ეს განცხადება გაეროში შემქნილი კლიმატის ცვლილების კონვენციის შემმუშავებელი ჯგუფის აღმასრულებელმა მდივანმა ქრისტიან ფიგუერესმა დღეს ტაილანდში სამუშაო სესიის დაწყების დროს გაავრცელა.
„სახელმწიფოთა დაპირებები დღემდე მხოლოდ 60 პროცენტითაა შესრულებული. უფრო მეტიც, ჯერჯერობით საკოორდინაციო სისტემა, რომელიც დაიწყებს რესურსების მართვას და გამოყენებას კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, არაადექვატურია,“ - განაცხადა ფიგუერესმა.