დაუნინგ სტრიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მალე შეხვდებიან. ეს კვირას, 26 იანვარს, ქვეყნების პირველ პირებს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარის დროს მოხდა. მათ ასევე ისაუბრეს სამეფო ოჯახზე და მათი ორი ქვეყნის "თბილ კავშირებზე".
„ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და თბილი კავშირების მნიშვნელობას და პრეზიდენტმა ისაუბრა მისი პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ სამეფო ოჯახის მიმართ“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.
"ისინი შეთანხმდნენ, რომ მალე შეხვდებიან და მოუთმენლად ელიან შემდგომ დისკუსიებს",- ავრცელებს ინფორმაციას ოფიციალური ლონდონი.
სტარმერს სურს, ხელი შეუწყოს ბრიტანეთით ტრამპისა და მსხვილი ამერიკულ კომპანიების დაინტერესებას, რადგან მისი მთავრობა ცდილობს ინვესტიციების ახალი წყაროები მოიზიდოს და სტაგნაციაში მყოფი ბრიტანეთის ეკონომიკა გამოაცოცხლოს.
ტრამპმა კვირას Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას განაცხადა, რომ მისი პირველი საერთაშორისო მოგზაურობა შეიძლება იყოს საუდის არაბეთში ან ბრიტანეთში. პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებამ სპეკულაციები გამიოწვია ზოგიერთ ბრიტანულ გაზეთში, რომ ლონდონში შესაძლოა ამერიკის პირველი პირის სახელმწიფო ვიზიტი იყოს დაგეგმილი.