ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

100-წლიანი შეთანხმება უკრაინასა და ბრიტანეთს შორის


ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასწლიანი პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის დღეს გამართული პრესკონფერენციისას. კიევი, უკრაინა. 16 იანვარი, 2025 წ.
ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასწლიანი პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის დღეს გამართული პრესკონფერენციისას. კიევი, უკრაინა. 16 იანვარი, 2025 წ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წელი სრულდება, რომლის ფონზეც ევროპული სახელმწიფოები უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარების შემდგომ გაგრძელებას ჰპირდებიან.

ამ შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ევროპას საკუთარ თავდაცვაში არასკმარისი ინვესტირებისთვის ხშირად აკრიტიკებდა, შესაძლოა მან ახალ ვადაში უკრაინის დახმარებაც შეამციროს. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად დაასრულოს.

"ჩვენ თქვენთან ვართ არა მხოლოდ დღეს ან ხვალ, ამ წელს ან მომავალ წელს, არამეს 100 წლით - დიდი ხნის მერეც მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ომი დასრულდება და უკრაინა თავისუფალი და აყვავებული იქნება", - უთხრა სტარმერმა ზელენსკის კიევში ვიზიტისას. მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი "თავის წვლილს შეიტანს" ომის შემდგომი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებაში.

სტარმერმა თქვა, რომ ეს საუკუნოვანი შეთანხმება გულისხმობს თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი საზღვაო უსაფრთხოების კუთხით ბალტიის ზღვაში, შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში რუსეთის აქტივობების წინააღმდეგ. ის ასევე მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის დრონების მიმართულებით, რაც ამ ომში ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანეს იარაღად იქცა. ხელშეკრულება გულისხმობს სისტემის შემუშავებას მოპარული უკრაინული მარცვლეულის ადგილსამყოფელის დადგენის მიმართულებით, რომლის ექსპორტსაც რუსეთი უკრაინაში ოკუპირებული სხვადასხვა ტერიტორიიდან ახდენს.

სტარმერისა და ზელენსკის შეხვედრის პარალელურად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშს კვლავ აგრძელებდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული დრონები კიევის სულ მცირე, 4 უბანში ჩამოაგდო. ერთ-ერთი მათგანი იმ საპრეზიდენტო სასახლესთან ახლოს, რომელშიც ორი ქვეყნის ლიდერები ხვდებოდნენ.

როგორ ხვდება უკრაინა 2025 წელს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:49 0:00

XS
SM
MD
LG