ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი შეშფოთებულია ტიმოშენკოს მდგომარეობით


Editorial

0-17140

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოთქვა იმასთად დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან ციხეში უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრ იულია ტიმოშენკოსა და მისი მთავრობის სხვა წევრებს.

ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით 2011 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელს უკრაინის ქალაქ ხარკოვში იხდის.

ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თეთრმა სახლმა იმედგაცრუება გამოხატა და პროცესს „პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“ უწოდა.

აპრილში ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ციხეში მას სცემდნენ. ასევე, გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია მისთვის მიყენებული სილურჯეები. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „უკრაინის სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვის ქვეშ იმას, თუ რა პირობებში იხდის სასჯელს ქალბატონი ტიმოშენკო.“

ჰილარი კლინტონმა უკრაინის ხელისუფლებას სთხოვა „დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქალბატონი ტიმოშენკოსთვის შესაბამისი დახმარება სამედიცინო დაწესებულებაში და ამერიკის ელჩს უკრაინაში მიეცეს მასთან შეხვედრის საშუალება.“ კლინტონმა განაცხადა, რომ „ამერიკა აგრძელებს ტიმოშენკოსა და მისი მთავრობის სხვა წევრების პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნას და ნათთვის სტული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების აღდგენას.“

შეერთებული შტატები უწყვეტად გამოთქვამს შეშფოთებას უკრაინის მხრიდან დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის, კანონის უზენაესობის დარღვევისა და პოლიტიკური მიზნებით მოტივირებული მართლმსაჯულების გამო.

2013 წელს უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს - პრეზიდენტი ქვეყანა იქნება. შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ უკრაინა ეუთოს სხვა წევრებისთვის მაგალითის მიცემით უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და დაიცავს ჰელსინკის დემოკრატიული და კარგი მმართველობის პრინციპებს.

XS
SM
MD
LG