ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ურთიერთობები ერაყელ ქურთებთან


ერაყის ქურთისტანის რეგიონის თავკაცი მასუდ ბარზანი თურქეთში ვიზიტის დროს რეგიონის ინტერესებზე და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობდა.

ერაყის ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მეზობელ სირიაში მიმდინარე მოვლენები იყო.

საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი თურქი დიპლომატი სინან ულგენი მიიჩნევს, რომ ანკარა შეშფოთებულია რა როლს ითამაშებენ ქურთები იმ შემთხვევაში, თუ ძალაუფლებას სირიაში ოპოზიციონერები ჩაიგდებენ ხელში.

მისი თქმით:“ ბაშარ ასადის ერის დამთავრების შემდეგ სირიელმა ქურთებმა ერაყის ქურთისტანის დახმარებით შესაძლოა პოლიტიკური ავტონომია მოითხოვონ. ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააღვივებს სეპარატისტულ ტენდენციებს ქურთისტანის მთელს რეგიონში. თურქეთში ჩამოსვლამდე ბარზანიმ ამ ეჭვების გაქარწყლება სცადა.“

თურქული გაზეთის „ჰაბერთურქის“ პოლიტიკური მიმომხილველის სოლი ოზელის განცხადებით, სირიელი ქურთების დიდი ნაწილი მეამბოხეთა შეიარაღებული დაჯგუფების ქურთისტანის მუშათა პარტიის მომხრეა, რაც ანკარას შეშფოთებას იწვევს. ქურთების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ თურქეთში ცხოვრობს, სადაც ისინი დიდი ხანია აწარმოებენ შეიარაღებულ ბრძოლას თურქეთის შემადგენლობაში ავტონომიის მოთხოვნით.

სოლი ოზელის განცხადებით: “ თურქეთის მთავრობას სურს, რომ დამასკომ არ დაკარგოს კონტროლი სირიელ ქურთებზე, ამავე დროს ანკარა პრეზიდენტ ასადის მთავრობის დამხობის მომხრეა.“

თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გულთან შეხვედრაზე და ამ ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან გამართული საუბრების დროს მასუდ ბარზანის თურქეთის ხელიუსუფლება და მედია ისე ხვდებოდა, როგორც ეს სახელმწიფოს მეთაურს ეკადრება.

უკანსკნელი წლების განმავლობაში თურქეთის მთავრობამ ერაყის ქურთისტანის ლიდერებთან მეგობრული უთიერთობების დამყარება შეძლო.

როგორც სტამბოლის ბაჰჩისეჰირის უნივერსიტეტის საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, პროფესორი ჩენგიზ აკტარი აცხადებს, ანკარაში ბარზანის ასეთი თბილი მიღება ბევრ რამეზე მეტყველებს.

მისი თქმით:“ ცოტა ხნის წინათ ბარზანის თურქები ადგილობრივი მნიშვნელობის ყაჩაღად მიიჩნევდნენ. ახალა ის მათთვის სახელმწიფო მოღვაწე გახდა. თურქი მეწარმეები და ბიზნესმენები ძალზე აქტიურად არიან ჩართულნი ქურთისტანის ეკონომიკურ პროექტებში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პირადად მასუდ ბარზანის ავტორიტეტზეა დამყარებული. თურქეთის მთავრობა ქურთებთან საკუთარი პრობლემების მოგვარებას სწორედ მისი მეშვეობით ცდილობს.“

მასუდ ბარზანი ქურთისტანის მუშათა პარტიის პარტიზანული რაზმების წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლებას დახმარებას პირდება. ანკარას მოთხოვნის შესაბამისად ბარზანი ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზების ხელმძღვანელებს თურქებთან ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

თურქეთის ხელისუფლება თავის მხრივ მასუდ ბარზანის ერაყის პრემიერ-მინისტრთან ნური ალ-მალიქისთან დაპირისპირებაში დახმარებას პირდება.

თურქეთის ყოფილი ელჩის სინან ულგენის განცხადებით: “თურქეთის და ერაყის ქურთისტანის ლიდერების დაახლოება საერთო ინტერესებით არის გამოწვეული. ისინი ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის წინააღმდეგ ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ცდილობენ, სირიელი ქურთების მობილიზებასთან ერთად ამ ქვეყნის მომავლის განსაზღვრის საქმეში.“

სირიელი ქურთების ლიდერები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ერაყის ტერიტორიაზე, როელსაც მასუდ ბარზანის ძალები აკონტროლებენ. ანაკარა ზომიერი პოლიტიკოსის იმიჯის მქონე ბარზანის ირგვლივ ცდილობს გააერთიანოს სირიელი ქურთების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ არიან განწყობილნი.

XS
SM
MD
LG