დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
![ჩრდილოეთ დაკოტის ორი ვადით გუბერნატორი დაგ ბურგუმი წარსულში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივნის პოსტისთვის შეარჩია. ](https://gdb.voanews.com/a6815d25-bf0b-4706-aa36-148abd3549ab_w1024_q10_s.jpg)
9
ჩრდილოეთ დაკოტის ორი ვადით გუბერნატორი დაგ ბურგუმი წარსულში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივნის პოსტისთვის შეარჩია.
![კრის ვრაითი (ცენტრში) შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატია. ის რესპუბლიკელთა კამპანიის დონორი იყო და ცნობილია, როგორც კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლთა ოპონენტი და წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროპონენტი.](https://gdb.voanews.com/48c1b7c1-c9cf-41b2-a41a-db8ba91245a1_cx0_cy9_cw0_w1024_q10_r1_s.jpg)
10
კრის ვრაითი (ცენტრში) შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატია. ის რესპუბლიკელთა კამპანიის დონორი იყო და ცნობილია, როგორც კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლთა ოპონენტი და წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროპონენტი.
![სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ლი ზელდინი გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. მას გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ 44 წლის ზელდინი ტრამპის მხურვალე მხარდაჭერით გამოირჩევა და წარსულში ნიუ-იორკიდან წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო. ](https://gdb.voanews.com/d345c88d-967a-4e8d-8032-14eaef443f4b_w1024_q10_s.jpg)
11
სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ლი ზელდინი გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. მას გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ 44 წლის ზელდინი ტრამპის მხურვალე მხარდაჭერით გამოირჩევა და წარსულში ნიუ-იორკიდან წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო.
![სიუზი უაილსი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტის აპარატის უფროსის პოსტზე დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატურას სენატი არ ამტკიცებს. ](https://gdb.voanews.com/69050d52-6cb7-4d3f-b4ea-bfebc2cbfa53_w1024_q10_s.png)
12
სიუზი უაილსი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტის აპარატის უფროსის პოსტზე დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატურას სენატი არ ამტკიცებს.