ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გერმანიიდან, აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე, პენტაგონს ბრძანება არ მიუღია" - როიტერი


პენტაგონს, ჯერ კიდევ არ მიუღია ოფიციალური ბრძანება, გერმანიიდან აშშ-ის ჯარის ნაწილის გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას, ხუთ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, აშშ-ის ძლიერი მოკავშირე ქვეყნიდან, გერმანიიდან 9 500 სამხედრო მოსამსახურე გამოიყვანოს. ასე აშშ-ის სამხედრო მომსახურეთა რიცხვი, გერმანიაში, 34 500 დან 25 000-მდე შემცირდება. ამის შესახებ აშშ-ის მაღალმა ოფიციალურმ პირმა განაცხადა.

იგივე ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის თვეობით მუშაობის შედეგია და არ უკავშირდება პრეზიდენტ ტრანმპისა და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს შორის არსებულ დაძაბულობას.

მაგრამ, სხვა ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG