ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი რუსეთის მიერ მასზე კომპრომატის შეგროვების შესახებ ვარაუდებს, „გამოგონილ სიცრუეს“ უწოდებს


ტრამპი
ტრამპი

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა გუშინ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ სადაზვერვო საზოგადოებას არ შეუდგენია ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა, ტრამპის კომპრომეტაციის მიზნით, ინფორმაცია შეაგროვა.

„სი ენ ენ“-მა, რომელმაც ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები პირველად სამშაბათს გამოაქვეყნა, მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის დეტალები არ გააჟღერა, მაგრამ ციფრულმა მედია ვებ-გვერდმა „BuzzFeed” ინტერნეტზე, მათივე განმარტებით, სრული დოსიე გამოაქვეყნა, რომელიც ირწმუნება, რომ რუსეთის მთავრობა წლების განმავლობაში „ტრამპს ამზადებდა, მხარს უჭერდა და ეხმარებოდა“.

XS
SM
MD
LG