ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას არაბთა გაერთიანებული საემიროების 5 დიპლომატი შეეწირა


აფეთქების ადგილი.
აფეთქების ადგილი.

არაბთა გაერთიანებული საემიროები ადასტურებს, რომ გუშინ ავღანეთის ქალაქ ყანდაღარში მომხდარი აფეთქებისას ხუთი დიპლომატი დაიღუპა.

აფეთქებისას სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათი უმრავლესობა ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსნები არიან.

„არანაირი მორალური თუ რელიგიური გამართლება არ აქვს იმ ადამიანების დაბომბვას და მკვლელობას, ვინც სხვებს ეხმარებიან.,“ ასე გამოეხმაურა მომხდარს დუბაის არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ელ მაკტუმი.

XS
SM
MD
LG