ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არ არის არცერთი მიზეზი პანიკისთვის," - პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსის შესახებ


პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთეულ შტატებში 22 ადამიანი არის დაინფიცირებული. განცხა​დება ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გააკეთა. პრეზიდენტმა გამოსვლის დროს აშშ-ში კორონა ვირუსით დაღუპული პირველი ადამიანის შესახებაც ისაუბრა და წუხილი გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო. დონალდ ტრამპმა გამოსვლის დროს მსფოლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანკისი საფუძველი არ არსებობს.

პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ისინი, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით აკრიტიკებდნენ.

ამერიკის პრეზიდენტმა დემოკრატები ღიად დაადანაშაულა კორონავირუსის საფრთხის პოლიტიზებაში.

"მათ წარმოდგენაც არ აქვთ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ. მათ ვერ დათვალეს საკუთარი ხმები აიოვაში. ისინი შეეცადნენ ჩემს იმპიჩმენტს და დამარცხდნენ. ... ეს მათი ახალი მარცხია,"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG