ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ახალი სტრატეგია სირიაში


ამერიკელი სტრატეგები შიშობენ, რომ ბაშარ ასადის მტრებისთვის გადაცემული იარაღი შესაძლოა რადიკალი ისლამისტების ხელში აღმოჩნდეს

შეერთებული შტატების ხელისუფლება სირიის ოპოზიციისთვის არასამხედრო დახმარების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც თეთრის სახლის ახალი სტრატეგიის შესახებ ვაშინგტონის მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს.
დღემდე ვაშინგტონი სირიელ მეამბოხეებს კომუნიკაციის საშუალებებით ამარაგებდა.

ამერიკელი სტრატეგები შიშობენ, რომ ბაშარ ასადის მტრებისთვის გადაცემული იარაღი შესაძლოა რადიკალი ისლამისტების ხელში აღმოჩნდეს.

გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სირიისთვის იარაღის მიწოდების ემბარგოს და ოპოზიციას არასამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ.
XS
SM
MD
LG