ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერიმ და ლავროვმა სირიის კრიზისზე იმსჯელეს


ლავროვმა აღნიშნა, რომ სირიამ თავისით უნდა მოაგვაროს საკუთარი პრობლემები

სამშაბათს ბერლინში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის ომსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ სირიამ თავისით უნდა მოაგვაროს საკუთარი პრობლემები და შეერთებულ შტატებს მოუწოდა სირიის ოპოზიცია აიძულოს, რათა დამასკოში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.

ორშაბათს ჯონ კერიმ ლონდონში ყოფნისას განაცხადა, რომ სირიის ოპოზიცია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და საერთაშორისო მხარდაჭერას ელოდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის ლონდონში ვიზიტი მისი პირველი ევროპულ ტურის დასაწყისია.


XS
SM
MD
LG