ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სანქტ პეტერბურგში იმყოფება


ვლადიმერ პუტინის და ბარაკ ობამას პირისპირ შეხვედრა პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის

მსოფლიოს ექვსი კონტინენტიდან, ოცი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს 18-ე საუკუნეში აგებულ რუსულ სასახლეში შეხვდნენ იმისათვის, რომ მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირების საკითხზე ემსჯელათ. თუმცა როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს, სირიის კრიზისმა შეხვედრაზე ნამდვილი კატასტროფა მოახდინა.


პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყოველწლიურ, დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რუსეთში ხუთშაბათს ჩავიდა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტის და რუსეთის ფედერაციის ლიდერის პირისპირ შეხვედრა პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის.


ორივე ქვეყნის პრეზიდენტს სირიის საკითხთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციები აქვს.


თუმცა სამიტზე, რომელიც ჩვეულებრივ ეკონომიკურ საკითხებზე იმართება, ამჯერად ცენტრალური თემა შეერთებული შტატების მიერ სირიაში განხორციელებული ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ამერიკის საპასუხო ნაბიჯი, სამხედრო ჩარევის საკითხი ხდება.


ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხუ გუანჯაო, მსოფლიოში ნავთობის ფასის მოსალოდნელი ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.


ხუ გუანჯაო: სირიაზე სამხედრო დარტყმამ მსოფლიოში ნავთობზე ფასის მკვეთრი გაზრდა შეიძლება გამოიწვიოს, რაც მსოფლიოს ეკონომიკას დააზარალებს.


რუსეთი ჩინეთის და სირიის ახლო მეკავშირეა.


სანქტ პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკის ბრალდებები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე, რასაც 1400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეჭქვეშ რამდენჯერმე დააყენეს.


პრეზიდენტ პუტინის პრეს სპიკერმა დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაილაშქრა.


დმიტრი პესკოვი: ბრალდება, რომ სირიის პრეზიდენტმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მომწამლავი აირი გამოიყენა, სიმართლეს არ შეესაბამება.


თუმცა ამ განცხადების საპირისპიროდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა, სირიის ხელისუფლების მხრიდან ორი კვირის წინ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიის ხელისუფლება მკვეთრად გააკრიტიკეს.


ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ განაცხადა: „ ეს შემთხვევა მსოფლიოს სინდისზეა“ თქვა მან.


განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით მდგომმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპიმ მომხდარ ფაქტს ბევრად მწვავე შეფასება მისცა.


ჰერმან ვან რომპი: სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნათელია რომ ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას ეკისრება.


ორივე დიპლომატის განცხადებით, სირიის საკითხი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.


ამ საკითხზე მწვავე მსჯელობა გაიმართა საფრანგეთში, ქვეყანას რომელსაც სირიასთან ომი ჰქონდა.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა ფრანგულ ტელეარხს განუცხადა, რომ „ საფრანგეთის პოზიციაა რომ დამნაშავე დაისაჯოს და შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართოს.“


მისი განცხადებით, გასამართლების გარეშე სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს არ ექნება სტიმული რომ სამოქალაქო ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს. ამ ომმა ასი ათას ადამიანზე მეტი უკვე შეიწირა.


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სამიტზე, კონსტანტინეს სასახლეში მისვლის დროს პრეზიდენტ პუტინს ნაძალადევი ღიმილით შეხვდა.


ხოლო როცა, პრეზიდენტი ობამა ლიმუზინიდან გადმოვიდა, და მას პუტინი შეეგება, მან რუსეთის ლიდერს უფრო მეგობრულად გაუღიმა. თუმცა ეს ფაქტი კამერებს არ დაუფიქსირებიათ. ორივე ლიდერის თანაშემწემ აღნიშნა, რომ პროტოკოლით ერთ-ერთზე შეხვედრა გათვალისწინებული არ არის. სტოკჰოლმიდან გამომგზავრებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამერიკა რუსეთთან ურთიერთობაში კედელს შეასკდა.“


ბარაკ ობამა რუსეთში საფრანგეთის, ჩინეთის და იაპონიის პრეზიდენტებს შეხვდება.


ქვეყნები, რომლებიც სამიტზე არიან წარმოდგენილი მსოფლიო ეკონომიკაში 80%-ს შეადგენენ. ზოგიერთი მონაწილე იმას განიცდის, რომ სირიის საკითხი ეკონომიკურ პრობლემებს მეორე პლანზე წევს.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობის“ წარმომადგენელი მეგი მარფი სანკტ პეტერბურგში ანტი-კორუფციული საკითხების განსახილველად ჩავიდა.


მეგი მარფი: ეჭვგარეშეა, რომ ლიდერებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, რათა სხვა არსებული საკითხებიც განიხილონ, თუმცა მაინც, შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ საკითხები, რომელზეც შეიძლება გარკვეული პროგრესს მივაღწიოთ, შეიძლება ამჯერად ყურადღების მიღმა დარჩეს.


მსოფლიოს განვითარებადი ეკონომიკის ხუთი წამყვანი ქვეყანა - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა შეთანხმდნენ რომ მსოფლიოს გაერთიანებული სარეზერვო ფონდისთვის 100 მილიარდ დოლარს გაიღებენ. ეს ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა საკრედიტო პროცენტები გაზარდოს, რათა თანხების მობილიზება შეერთებული შტატებისთვის მოახდინოს. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს და განვითარებულ სახელმწიფოებში ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს.


სამიტის გახსნის ცერემონიაზე, ვლადიმერ პუტინმა ლიდერებს შეახსენა, რომ შეხვედრაზე ეკონომიკური პრობლემების განსახილველად შეიკრიბნენ.


მან მონაწილეებს თხოვნით მიმართა რომ სირიის საკითხზე ვახშმამდე არ ესაუბრათ.
XS
SM
MD
LG