მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მესვეურები სირიაში საგანგებო ოპერაციების განხორციელებას გეგმავენ, რადგან ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მოსახლეობა საკვები პროდუქტების ნაკლებობას განიცდის.
მსოფლიოს სასურსათო პროგრამა სირიის კონფლიქტის ზონაში 1,5 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს საკვები პროდუქტებით. აპრილისთვის სააგენტო ამ რიცხვის 2,5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
სააგენტოს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის დირექტორის დევიდ კაატრუდის განცხადებით, სასურსათო დახმარების მიმღები მოსახლეობის 45% იმ რაიონებში ცხოვრობს, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ და სადაც ბრძოლები დღესაც მიმდინარეობს. ამის გამო ალეპოში, ჰასაკასა და იდლიბში საკვების შეტანა ძალზე სახიფათო საქმეა.
დამატებითი პრობლემაა დანიშნულების ადგილამდე ტვირთის მიტანა, რადგან ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ამის უზრუნველყოფა საკმაოდ რთული საკითხია. გასათვალისწინებელია რესურსების სიმცირის პრობლემაც.
როგორც დევიდ კაატრუდი აცხადებს, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის სააგენტოს ამჟამად მხოლოდ ერთი თვის საკვები პროდუქტების შესაძენად გააჩნია შესაბამისი თანხები და გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრის საშუალება არ გააჩნია.
სააგენტო ძლივს აუდის 1,5 მილიონი ადამიანის გამოკვების საქმეს და არავინ იცის დამატებით კიდევ ერთი მილიონის მომარაგებას როგორ მოახერხებს.
ბატონი კაარტრუდის განცხადებით:“ჩვენ შეშფოთების საფუძველი გაგვაჩნია, რადგან არავინ იცის რა მოხდება, თუ ამ რაიონებში საერთოდ შეუძლებელი გახდება შესვლა, ან თუ საომარი მოქმედებების ესკალაციის შედეგად ლტოლვილთა ნაკადი კატასტროფულად გაიზრდება.“
მსოფლიოს სასურსათო პროგრამის სააგენტომ საზღვარგარეთ მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის ივნისამდე 200 მილიონი დოლარის დახმარების აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. ეს წინასწარ გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ორი-მესამედია. რაც შეეხება თავად სირიაში დევნილად გადაქცეულ მოსახლეობას, მათთვის 500 მილიონი დოლარის სურსათის შესყიდვას აპირებენ, რაც დაგეგმილი შემწეობის ერთი-მესამედია.
თურქეთი, იორდანიის, ლიბანის და ერაყისგან განსხვავებით თითქმის მთლიანად იხდის სირიელი ლტოლვილების შენახვის ხარჯებს. ამჟამად თურქეთში ლტოლვილთა ბანაკებში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, კიდევ 100 ათასი ლტოლვილი ამ ბანაკების მახლობლად აფარებს თავს, 45 ათასი კი საზღვარზე თურქეთში გადასვლას ელოდება.
ანკარაში მსოფლიოს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლის ჟან ივ ლექუმის მონაცემებით, თურქეთის მთავრობამ ლტოლვილთა დასახმარებლად 600 მილიონი დოლარი გამოყო. ბანაკებში ლტოლვილებს სამჯერადი კვება აქვთ, თითოეული მათგანი დამატებით 45 დოლარიან ვაუჩერს იღებს, რომლითაც სპეციალურ მაღაზიებში პროდუქტის შეძენა შუძლიათ. ეს პროგრამა ლტოლვილთა მოწონებით სარგებლობს, რადგან მათ საკუთარი არჩევანით შეუძლიათ შეიძინონ მაღაზიაში საკვები პროდუტქები, მათ შორის ხორციც. ვაუჩერებს ამჟამად ლტოლვილთა ხუთ ბანაკში არიგებენ და თურქეთის მთვარობა კიდევ სამ ბანაკში აპირებს ამ პრაქტიკის დანერგვას, რაც მთლიანად 50 ათასამდე ადამიანს მოიცავს. მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მესვეურები ივნისისთვის 100 ათასი ლტოლვილისთვის ვაუჩერების დარიგებას აპირებენ.