სირიის კონფლიქტის გამოძიების საკითხზე შექმნილი გაეროს კომიიის წევრმა განაცხადა, რომ სირიაში ჩადენილი ომის დანაშაულების ფაქტები საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს.
ამის შესახებ კარლა დელ პონტემ დღეს განაცხადა. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუ რამდენად განეკუთვნება კომისიის მიერ მოკვლეული ფაქტები საერთაშორისო ტრიბუნალის კომპეტენციას.
კომისიის ცნობით, მათი ანგარიში დაფუძნებულია 400-ზე მეტი ომის მსხვერპლის ინტერვიუზე და თვითმხილველების მონათხრობზე, რომლებმაც სირიდან გაქცევა მოახერხეს. სირიაში გაეროს გამომძიებლების დაშვება აკრძალულია. კომისის ცნობით, ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც სამთავრობო არმიას, ასევე ამბოხებულებს.