სირიელი აქტივისტების ცნობით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაპირისპირებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგებული სამხედრო ბაზა ჩაიგდეს ხელში.
ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, ალ-ჯარას ბაზა მართლაც მეამბოხეების კონტროლქვეშაა.
სირიაში ბაზირებული ოპოზიციის ადგილობრივი მაკოორდინირებელი კომიტეტი ამ ინფორმაციას ადასტურებს და დასძენს, რომ ბაზა სირიის ოპოზიციის ხელში ხანგრძლივი ბრძოლების და სამთავრობო ძალებთან გააფთრებული დაპირისპირების შემდეგ გადავიდა.
ამ ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ სირიაში შექმნილი ვითარება თვით-დამანგრეველია, და ქვეყნის მთავრობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდებს.