სირიელი აქტივისტების განცხადებით, მეამბოხეების შეიარაღებაში უკვე ტანკები გაჩნდა. მათ მძიმე ტექნიკის წართმევა სამთავრობო ჯარებისგან მოახერხეს. ამის შესახებ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი იუწყება. მათი ინფორმაციით, კვირას მეამბოხეებმა ქალაქ დეირ ეზორთან განლაგებულ სამთავრობო პოზიციებს ტანკებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ბრძოლები ქვეყნის სხვა ადგილებშიც მიდიოდა. დეირ ეზორი ერთერთ სამთავრობო სიმაგრეს წარმოადგენს. სირიაში ამბოხება უკვე ორი წელია გრძელდება, რის შედეგადაც 60 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ამბოხებულები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამხობას ცდილობენ.
ამბოხებულები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამხობას ცდილობენ.