ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმის სამშივიდობო მცდელობა


გაეროს დესპანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს

დღეს, გაეროს და არაბული ლიგის ახალი სამშვიდობო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი დამასკოში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს ხვდება. ბრაჰიმი აცხადებს, რომ სირიაში არსებული კრიზისი უარესდება. საერთაშორისო სამშვიდობო დესპანი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს. ბრაჰიმი უკვე შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალიდ მუალემს. ასევე, ის გეგმავს, მოლაპარაკება გამართოს ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთა დაჯგუფებებიც პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.

ამავდროულად, განცხადება გაავრცელა თურქეთის ლიდერმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისი თქმით, ასადის რეჟიმი გარდაუვალ დასასრულს უახლოვდება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სირიის კონფლიქტი მთელ რეგიონს არ გადაედოს.
XS
SM
MD
LG