ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიაში


ბრაჰიმი ასადთან შეხვედრას გეგმავს

სირიის სამთავრობო არმია ამბოხებულებთან ბრძოლას განაგრძობს. შეტაკებები მოხდა ქალაქ ალეპოში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქად ითვლება.

ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის და სხვა ოპოზიციური ჯგუფების განცხადებით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ალეპოდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, ნაირაბის დასახლებაში.

პარალელურად, სირიაში საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის კიდევ ერთი მცდელობა იწყება. ამ კვირაში სირიაში ჩასვლას გეგმავს ახალი საერთაშორისო დესპანი, ლახდარ ბრაჰიმი. ის მოლაპარაკებას გამართავს სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან. შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია.
XS
SM
MD
LG