სირიის მთავრობის მიერ მეამბოხეთა პოზიციების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვების კამპანიის გამო ათი ათასობით ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის მიტოვება. ამ მხრივ ძალზედ დაზარალდა ქვეყნის ჩრდილოეთის მდებარე ქალაქი აზაზი.
ქალაქში თითქმის არ მოიძებნება არცერთი სახლი სადაც არ იყოს ჩამსხვრეული მინა. მოსახლეობისთვის ახალი შუშების ჩასმამ დაკარგა აზრი ვინაიდან ასადის მხარდამჭერი ძალები დაბომბვას არ წყვეტენ. საჰაერო დარტყმები ქალაქზე უკვე 8 თვეა გრძელდება, მას შემდეგ რაც ქალაქი მეამბოხეებმა აიღეს. ქალაქის მოსახლეობა 55 ათას ადამიანს ითვლის, აქედან 80%-მდა დატოვა ქალაქი. რამდენიმე ასეული ადამიანი კი დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.