ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ალ-შაბაბის" აგენტს ამერიკული სასამართლოს წინაშე წარადგენენ


ოთხშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ტერორისტულ ჯგუფ “ალ-შაბაბის” აგენტი, რომელსაც შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის მსგავსი თავდასხმის მოწყობის შეთქმულება ბრალდება, ტერორიზმში ბრალის წასაყენებლად ნიუ-იორკში ჩაიყვანეს.

კენიის მოქალაქე ჩოლო აბდი აბდულა სამშაბათს ფილიპინებიდან გადმოიყვანეს, სადაც ის 2019 წლის ივლისის შემდეგ, ადგილობრივ პატიმრობაში იმყოფებოდა. ფილიპინების მხარემ შეერთებული შტატების ხელისუფლებას ის სამშაბათს გადასცა.

აბდულას ბრალი ედება კომერციული ავიალაინერის გატაცების და შეერთებულ შტატებში შენობებზე შეჯახების შეთქმულების დაგეგმვაში. ალ-შაბაბის უფროსი ლიდერების გეგმის ნაწილად, აბდულამ პილოტობა, სავარაუდოდ, ფილიპინებში შეისწავლა.

ბრალი მას, ოთხშაბათს გასაჯაროებული, ექვსპუნქტიანი საბრალდებო დასკვნით წაუყენეს და მოსალოდნელია, რომ ნიუ-იორკში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარადგენენ. ბრალდებებში შედის: უცხოეთის ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევა, შეთქმულება შეერთებული შტატების მოქალაქეების მოკვლის მიზნით და შეთქმულება საჰაერო ხომალდის გატაცების და განადგურების მიზნით.

პროკურორებმა თქვეს, რომ სავარაუდო გეგმა, სომალიში ბაზირებული "ალ-შაბაბის", აღმოსავლეთ აფრიკაში ალ-ყაიდას მთავარი პარტნიორის უფრო ფართო კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც შეერთებული შტატების მიერ 2018 წელს, ისრაელში თავისი საელჩოს იერუსალიმში გადატანის შემდეგ ამერიკელების სამიზნედ ამოღებას გულისხმობდა.

2019 წლის იანვარში დაჯგუფებამ ნაირობიში, სასტუმროზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა მოაწყო, სადაც დაახლოებით 21 ადამიანი, მათ შორის ერთი ამერიკელი დაიღუპა.

საბრალდებo დასკვნის თანახმად, აბდულა ფილიპინებში პილოტობის შესასწავლად, "ალ-შაბაბის" იმ მეთაურის მითითებით გაემგზავრა, რომელმაც ნაირობის სასტუმროზე თავდასხმა მოაწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG