ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადმა ბრაჰიმი მიიღო


დესპანი შიშობს რომ კრიზისი რეგიონზე გავრცელდება

საერთაშორისო მშვიდობის დესპანი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ლახდარ ბრაჰიმის თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისი უარესდება.

ეს დესპანსა და სირიის ლიდერს შორის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც გაერომ და არაბულმა ლიგამ ბრაჰიმის სირიაში ვითარების დარეგულირებაზე ზრუნვა დაავალა. ბრაჰიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ყველანაირად ეცდება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ სირიის კრიზისი მთელ რეგიონზე გავრცელდეს.

ბაშარ ალ-ასადმა ბრაჰიმის განუცხადა, რომ კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუკი უცხო ქვეყნები ტერორისტების დაფინანსებას და სირიაში გაგზავნას შეწყვეტენ. ამავდროულად, სირიის არმია დამაკოს გარუბნებში და ალეპოში ამბოხებულთა წინააღმდეგ შეტევებს განაგრძობს.
XS
SM
MD
LG