ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ პრეზიდენტ იუნის დაპატიმრების მცდელობა შეაჩერა


3 იანვარი სეული, პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან
3 იანვარი სეული, პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან

3 იანვარს, გამომძიებლებსა და კონსერვატორი პრეზიდენტის ერთგულ უსაფრთხოების ძალებს შორის ექვსსაათიანი დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ იმპიჩმენტგამოცხადებულ პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავების მცდელობა შეწყვიტა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის მიერ სასამართლოს ორდერით იუნის დაკავება, წინააღმდეგობის და ადგილზე მყოფი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით, „პრაქტიკულად შეუძლებელი“ იყო.

ადრე დილით ჩატარებული რეიდის დროს, სეულის ცენტრში იუნის ოფიციალურ რეზიდენციასთან 100 გამომძიებლისგან და დეტექტივისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა. მათ ზურგს გარეთ დაბანაკებული დაახლოებით 3000 სპეცრაზმელი უმაგრებდა.

კორუფციის გამომძიებელი ოფისის ინფორმაციის თანახმად, რომელიც ერთობლივ გამოძიებას უძღვება, პერიმეტრზე მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ, გამომძიებელთა ჯგუფი იუნის რეზიდენციას 200 მეტრის ფარგლებში მიუახლოვდა, მაგრამ მათ დაახლოებით 200 ჯარისკაცი და დაცვის სხვა შეიარაღებული პერსონალი დახვდა და შემდგომი გადაადგილების ნება არ მისცა.

გამომძიებელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს დაპატიმრების ორდერის შესახებ, რომელიც 6 იანვრამდე ძალაში რჩება.

XS
SM
MD
LG