ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიდნეიში კარანტინის უზრუნველსაყოფად დამატებით სამხედრო პერსონალს გამოყოფენ


პარასკევს, ხელისუფლების მიერ კოვიდ-ინფიცირების უდიდესი დღიური ზრდის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, მომავალ კვირაში, სიდნეიში, კარანტინის ზომების უზრუნველყოფაში დამატებით ასობით სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. ვირუსის ინფექციის აფეთქება ავსტრალიის ამ უდიდესი ქალაქის მიღმაც ვრცელდება.

სიდნეიში ინფიცირების შემთხვევების რიცხვის სარეკორდო ზრდასთან ერთად, 9-კვირიანი ჩაკეტვის 28 აგვისტოსთვის დაგეგმილი დასრულება სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება. ხელსუფლება ზოგიერთი შეზღუდვის შემსუბუქებაზე საუბრობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების საკმარისი რაოდენობა აიცრება და შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს.

პარასკევს თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ მიიღო თხოვნა დამატებითი პერსონალის გამოყოფის შესახებ, რომელიც პოლიციას სიდნეის ყველაზე მეტად დაზარალებულ გარეუბნებში, სახლებში კარანტინის უზრუნველყოფაში დაეხმარება.

500 შეუიარაღებელი სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი სიდნეის პოლიციას უკვე ეხმარება, მათ შორის სასტუმროებში და აეროპორტებში საკარანტინო წესების დაცვაზე დაკვირვებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG