ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, არ გამოსცადოს ბირთვული იარაღი


სერგეი რიაბკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 14 ნოემბერი, 2024 წ.
სერგეი რიაბკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 14 ნოემბერი, 2024 წ.

რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, არ განაახლოს ბირთვული იარაღის გამოცდა. მოსკოვი ამბობს, რომ მისთვის ყველა ვარიანტი განიხილება მაშინ, როცა ვაშინგტონს "მტრული დამოკიდებულება აქვს".

მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ ძალას შორის იარაღის გამოცდა ახალი ერა იქნება მას შემდეგ, რაც 80 წლის წინ ამერიკამ პირველად გამოსცადა ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოს შტატში, 1945 წლის ივლისში.

რუსეთი, შეერთებული შტატები და ჩინეთი - სამივე სახელმწიფო აახლებს თავის ბირთვულ არსენალს, იარაღის კონტროლის შესახებ ცივი ომისდორინდელი შეთანხმებები საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის კი ირღვევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, რომელიც იარაღის კონტროლის საკითხს კურირებს, ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა რადიკალური პოზიცია დაიკავა "ბირთვული იარაღის გამოცდის ყოველისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმების" თაობაზე, როცა ის პირველად იყო პრეზიდენტის პოსტზე.

"საერთაშორისო სიტუაცია უკიდურესად რთულია ამ მომენტში, ამერიკული პოლიტიკა დღეს, მისი მრავალგვარი ასპექტით, უკიდურესად მტრულია ჩვენ მიმართ", - ამბობს რიაბკოვი გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში.

"ასე რომ, ჩვენთვის მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომ ვიმოქმედოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებით და მივიღოთ შესაძლო ზომები და ქმედებები, თუ საჭირო გახდება, გავგზავნოთ შესაბამისი პოლიტიკური სიგნალები. ამისთვის, არცერთი ვარიანტი არ გამოირიცხება", - ამბობს რიაბკოვი.

გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" წერდა, რომ 2017-2021 წლების საპრეზიდენტო ვადის დროს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსჯელობდა განეახლებინა თუ არა ბირთვული გამოცდები.

2023 წელს ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად გააუქმა რუსეთის მიერ "ბირთვული იარაღის გამოცდის ყოველისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმების" რატიფიკაცია. ამ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 1996 წელს მოაწერეს, 2000 წელს კი მისი რატიფიკაცია მოახდინეს. შეერთებულმა შტატებს 1996 წელს ხელმოწერის შემდეგ, მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

XS
SM
MD
LG