ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მშვიდობის მისაღწევი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რუბიო მიუნხენში მიემგზავრება


სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასასრულებელი ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხუთშაბათს მიუნხენში გაემგზავრება და კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, რათა პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე მუშაობა გააგრძელოს, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორის ბედს ეხება.

ასევე მიმდინარეობს მზადება მოლაპარაკებებისთვის, რომელიც რუბიოსა და მის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს შორის მიუნხენის კონფერენციის კულუარებში შედგება. ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმამ“ ანონიმურობის პირობით მოიპოვა ადამიანებისგან, რომლების ამ გეგმას იცნობენ.

თუ შეხვედრა შედგება, ის იქნება აშშ-იაპონია-სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე პირველი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდება.

რუბიომ თქვა, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მტკიცე გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

მიუნხენში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირისპირ შეხვდებიან. კონფერენციას უკრაინაში და რუსეთში აშშ-ის საგანგებო დესპანი კით კელოგი და ზელენსკის კანცელარიის უფროსი ანდრიი ერმაკიც დაესწრებიან.

ამ კვირაში ზელენსკიმ გაზეთ „გარდიანს“ უთხრა, რომ უკრაინა მზად არის აღდგენით სამუშაოებში ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელი კონტრაქტები შესთავაზოს. მან ასევე თქვა, რომ თუ ტრამპი შეძლებს, ის და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, ის მიწების გაცვლას შესთავაზებს. უკრაინის მიერ კურსკში ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ მიწებში გაცვლის.

სახელმწიფო მდივანი რუბიო მიუნხენს, იერუსალიმს, რიადს და აბუ-დაბის 13 დან 18 თებერვლამდე ეწვევა.

XS
SM
MD
LG