ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სირიის საკითხზე ზეწოლას განაგრძობს


ისევ გაურკვეველია, გასცემს თუ არა კონგრესი სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე სანქციას

ობამას ადმინისტრაცია ყველა ხერხის გამოყენებით და სპეციალური კამპანიით, ცდილობს ამერიკელები დაარწმუნოს იმაში, რომ სირიის მოქმედი ხელისუფლება მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის უნდა დაისაჯოს. პრეზიდენტი ობამას მოსახლეობისადმი მიმართვამდე ორი დღით ადრე ნაციონალურ არხებზე მისი ადმინისტრაციის წევრები მოსახლეობისა და კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.


თეთრის სახლის აპარატის ხელმძღვანელმა დენის მაკდონოჰიუმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია შეერთებული შტატების რამდენიმე არხის მეშვეობით, მათ შორის, „ფოქ ნიუსით“ კვირას კიდევ ერთხელ გააჟღერა.


დენის მაკდონოჰიუ: ასადის რეჟიმმა ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. კითხვა კონგრესთან შემდეგში მდგომარეობს: რა შედეგი უნდა მოჰყვეს დიქტატორის ქმედებას, რომელმაც მომწამლავი აირი გამოიყენა და ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა?


პრეზიდენტმა ობამა შეზღუდული სამხედრო ოპერაციის გამოყენების შესახებ შაბათს ყოველკვირეულ მიმართვაში ისაუბრა. მისი გამოსვლა ამერიკის წამყვან ტელე-არხებზე კიდევ ერთხელ არის დაგეგმილი. საერთაშორისო საკითხის გარშემო ადმინისტრაციის ძალისხმევა ლობისტურ კამპანიაში კულმინაციას სამშაბათს მიაღწევს, როდესაც პრეზიდენტი ობამა ამერიკის მოსახლეობას პირდაპირ ეთერში მიმართავს.
ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ გადაცემაში „ერის პირისპირ“ გამოსვლისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერმა თეთრი სახლის ძალისხმევის შესახებ ისაუბრა.


მაიკ როჯერი: ძალიან რთული საქმეა ამერიკელ ხალხს აუხსნა ამერიკის ეროვნული ინტერესების თაობაზე. აუხსნა რატომ უნდა ჩაერთო იმ პროცესებში, რომელიც სირიაში ვითარდება. ამ მომენტისთვის ძალიან ჩახლართული სიტუაციია.


გამოკითხვების თანახმად, ამერიკის მოსახელობა სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების წინააღმდეგია. რაც შეეხება, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატას, ინტერვიუებში გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს ობამას პოზიციას. ამ დროისათვის, ისევ გაურკვეველია დაუჭერენ თუ არა მხარს რეზოლუციის მიღებას სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. ასევე, უცნობია თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუკი კონგრესი არ გასცემს სანქციას სამხედრო მოქმედებების დასაწყებად.


კანონმდებლების თავშეკავებულობის ფონზე, შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს შეერთებული შტატების მხრიდან ინტერვენციის შემთხვევაში სირიელი მეამბოხეების ზოგიერთი დაჯგუფების პირადი სარგებელიც წარმოადგენს.

რესპუბლიკელმა სენატორმა რენ პოლმა კვირას, „ ფოქ-ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას მეამბოხეების მუსლიმ ექსტრემისტებთან კავშირები აღელვებს.


რენ პოლი: თუკი ამერიკა მეამბოხეების მხარეს დაიჭერს, ეს ალ-ყაიდას მხარეს დგომასაც ნიშნავს.


მსგავსი დამოკიდებულება საკითხის მიმართ „ ეი-ბი-სის“ საკვირაო პროგრამაში რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუსმაც დააფიქსირა.


ტედ კრუსი: ის რომ სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი მკვლელი-ტირანია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ოპონენტები მასზე უკეთესები არიან.


თეთრი სახლის აპარატის უფროსი , მაკდონაჰიუ აცხადებს, რომ ის „ შეურაცხყოფილია“ იმ მოსაზრებით, რომ თითქოს შეერთებული შტატების ძალები ასადის რეჟიმთან დაპირისიპირების დროს ტერორისტების მხარდაჭერებად გვევლინებიან. მან ასევე განაცხადა, რომ ობამა შეშფოთებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გამო - რაც არამხოლოდ კონგრესის ხმებს ეხება სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღის საპასუხოდ დაგეგმილ სამხედრო რეაქციასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG