თეთრ სახლთან ანტისაომარი დემონსტრაციები გამართა ჯგუფმა სახელად: „Answer Coalition”. ჯგუფის წარმომადგენელი, იუჯინ პიურიერი ამბობს, რომ სირიაში შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია, უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს.
„შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენცია არ დაეხმარება რეგიონში მშვიდობის დამყარებას. ის მხოლოდ გამწვავებს ომს.“
ასეთი განწყობის ექო მთელს შეერთებულ შტატებში ისმის.
სინდი შიჰანი, რომელიც ერაყის ომში ვაჟის დაკარგვის შემდეგ აქტიურად ჩაერთო ომის საწინააღმდეგო პოლიტიკაში, გაუძღვა 60 დემონსტრანტს კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში, სადაც ის კენჭს იყრის შტატის გუბერნატორის თანამდებობის დასაკავებლად.
ნიუ იორკის თაიმს სქვერზე, დაახლოებით 200 დემონსტრანტი გაიძახოდა: „არა ომს სირიაში“.
ჰიუსტონში მცირერიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა, სირიაში ასადის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად, რომელსაც შეერთებული შტატები აბრალებს ქიმიური იარაღის გამოყენებას, რასაც 1400 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
მასაჩუსეთში, ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყეს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ბოსტონის სახლთან. კონგრესის დარბაზში კი დემონსტრანტებს შეღებილი ხელები ჰქონდათ მაღლა აწეული, რითაც აღნიშნავდნენ სისხლს, იმ დროს, როცა კერი წარადგენდა თავის წინადადებას, სირიაზე სამხედრო დარტყმის შესახებ. მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედოს, რათა აღკვეთოს მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენება.
მილუოკიში, ვისკონსინელი დემონსტრანტები, როგორიცაა მიტჩ სენდქვისტი, ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ყურადღება უნდა დაუთმოს საშინაო პრობლემებს და არ ჩაერიოს სირიის სამოქალაქო ომში.
„სირია შეერთებულ შტატებს არ დამუქრებია და იმ დროს, როცა ჩვენ განვიცდით საბიუჯეტო კრიზისს ფედერალურ და შტატების დონეებზე, იმის დრო არაა, რომ კიდევ ერთ არასაჭირო ომში ჩავერთოთ.“
იმის მიუხედავად, რომ ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტთა რიცხვი შედარებით მცირეა, როგორც ჩანს მათი შეხედულებები უმრავლესობის შეხედულებებს გამოხატავს. ბოლოდროინდელი გამოკითხვით ამერიკელთა სამოცმა პროცენტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები სირიაში არ უნდა ჩაერიოს.