დღეს გავიხსენებთ გამოჩენილ ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორს და პიანისტს ნინა სიმონეს. ეუნის ვეიმონი- ამ სახელით იცნობდნენ ახლობლები და მეგობრები ნინა სიმონეს, რომელიც 1933 წლის 21 თებერვალს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ტრაიონში საკმაოდ გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა.
ფორტეპიანოზე დაკვრა ნინა სიმონემ 4 წლის ასაკში დაიწყო. ის, რომ პატარა გოგონა განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული, მისმა პედაგოგმა თავიდანვე შეამჩნია და მისი სწავლის გასაგრძელებლად სპეციალური ფონდი ჩამოაყალიბა. შეგროვებული სახსრების დახმარებით ნინა სიმონემ სპეც სკოლა დაამთავრა, შემდეგი ნაბიჯი მის კარიერაში ფილადელფიის პრესტიჟულ მუსიკალურ კურტისის ინსტიტუტში ჩაბარება იყო, რისთვისაც კერძო პედაგოგებთან ინტენსიურად ემზადებოდა, თუმცა ინსტიტუტში ნინა სიმონე არ მიიღეს, რასაც თავად მუსიკოსი რასობრივი დისკრიმინაციით ხსნის.
ნინა სიმონე ამის შემდეგ საცხოვრებლდ ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ჯულიარდის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა.
სწავლის საფასურის დასაფარად მუსიკოსს უწევდა ნიუ ჯერსის შტატში, ატლანტიკ სითიში ერთ-ერთ ბარში დაკვრა და სიმღერა. სწორედ აქ, 1954 წელს მან სასცენო სახელი ნინა სიმონე დაირქვა. სახელი ნინა, ესპანურიდან აიღო, რაც პატარას ნიშნავს, ხოლო სიმონე კი გამოჩენილი ფრანგი მსახიობის სიმონა სინიორეს საპატივცემულოდ დაირქვა. მისი რეპერტუარი მდიდარი იყო ჯაზით, ბლუზით და კლასიკური ნაწარმოებებით, რამაც ადგილობრივად მას ძალზედ დიდი წარმატება მოუტანა.
პირველი აღიარება ნინა სიმონეს ბილი ჰოლიდეის სიმღერამ „Little girl blue”-მ მოუტანა, რომელიც მოგივანებით ჩამწერ სუდიაში ბეთლეჰემ რეკორდსში ჩაწერა. თუმცა სიმონემ მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა მოგების სახით, რადგანაც სიმღერებზე უფლებები მან თავის დროზე 3000 დოლარად გაყიდა.
შემდეგი ნაბიჯი იყო colpix records-თან კონტრაქტის დადება, რომელმაც შემოქმედებითი თავისუფლება მისცა ხელოვანს. თუმცა სერიოზულად კონტრაქტს ის არ აღიქვამდა და ძირითადად პოპ სიმღერების ჩაწერით დაკავდა, რასაც შემოსავალი შემოჰქონდა. ეს უკანასკნელი კი მას კლასიკური მუსიკის გაკვეთილების მისაღებად სჭირდებოდა.
ჩამწერ კარიერასთან ერთად სულ უფრო გაიზარდა ნინა სიმონეს ცოცხალი შესრულებით კონცერტებზე მოთხოვნა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1959 წლს მანჰეტენის ერთ-ერთ ცნობილ საკონცერტო დარბაზში, "Town hall"-ში, მომღერალმა შეასრულა სიმღერა “ You can have him”. მანამდე ამ სიმღერას პეგი ლი და ელა ფითცჯერალდი ასრულებდნენ. ნინა სიმონეს როგორც შემსრულების რეპუტაცია, დღითი-დღე იზრდებოდა და 1960 წელს ის პრეზტიჟულ ნიუ პორტის ჯაზ ფესტივალზე მიიწვიეს. კონცერტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ colpix records-მა ის ჩანაწერის სახით გამოუშვა. სწორედ ზემოხსენებულ ჩამწერ სტუდიaსთან თანამშრომლობით შეიქმნა ნინა სიმონემ ისეთი კრებულები, როგორებიცაა "Nine in all", "Cotton eyed joe", "The ather women" და სხვ.
შემდეგ იყო წლები , რომლის დროსაც თავისი შემოქმედება ნინა სიმონემ ახალ ჩამწერ სტუდიას RCA-s დაუკავშირა. სწორედ ამ სტუდიაში ჩაწერა მან ლეგენდარული მიუზიკლ “hair”-ისთვის ორი სიმღერა, ჯორჯ ჰარისონის „ here comes the sun” , რომელიც მისი რეპერტუარის განუყოფელ ნაწილად იქცა, ბობ დილანის “Just Like A Woman”, თინა თერნერის “Funkier Than A Mosquito’s Tweeter” და სხვ.
1970 წელს ნინა სიმონემ დატოვა ამერიკა და 10 წლის განმავლობაში ხან ლიბერიაში, ხან კი ბარბადოსში, ინგლისში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში და საფრანგეთში ცხოვობდა. აქაც ის აქტიურად განაგრძობდა მუშაობას როგორც საკონცერტო ტურებზე ისე კრებულებზე.
ნინა სიმონე საფრანგეთში 2003 წლის 21 აპრილს ძილში გარდაიცვალა. 21 თებერვალს კი ჯაზის სამყარო მომღერლის, კომპოზიტორისა და პიანისტის, დაბადების დღეს აღნიშნავს. მას 80 წელი შეუსრულდებოდა.
აუდიო: