ახალ ზელანდიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სიდიდით მეორე ქალაქი, ქრისთჩარჩი, თითქმის მთლიანად დაინგრა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.3 მეათედი ბალი შეადგინა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაღუპულია 65 ადამიანი. ტრაგედიის ადგილზე უკვე ჩავიდა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ქეი. „მიწისძვრა დღის ყველაზე დაკავებულ დროს მოხდა, როდესც უამრავი ადამიანი სამსახურში იყო, ნაწილი საყიდლებზე იყო გასული და ბავშვები კი სკოლაში იყვნენ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოპულარული
1