ახალ წელს უკვე შეხვდნენ ავსტრალიაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მოსახლეობა საახალწლო გიგანტური ფეიერვერკის მოწმე გახდა.
სიდნეის პორტში დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი იყო შეკრებილი.ფეიერვერკების შოუ 6,9 მილიონი დოლარი დაჯდა. სიდნეის საახალწლო შოუ ავსტრალიელმა პოპვარსკვლავმა კაილი მინოგიმ გახსნა.
იაპონიაში მილიონიბით ადამიანმა მოინახულა სინტოისტური და ბუდისტური სალოცავები, სადაც ძველი წლის გაცილების და ახალი წლის დადგომის რუტუალები გაიმართა. ათიათასობით ადამიანია შეკრებილი ჰონგკონგში, სადაც ასევე გრანდიოზულ ფეირვერკების შოუს ელიან. ფეირვერკებს როგორც წყლიდან, ასევე ცათამბეჯებიდანაც გაუშვებენ.
ახალ წელს ინდონეზიელები ჯაკარტაში მასშტაბური ქუჩის ფესტივალით ხვდებიან. ამისთვის საგანგებოდ მოემზადა ხელისუფლება და დედაქალაქში მთავარი მაგისტრალი გადაკეტა.