ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ მოაბეზრა თავი ამერიკელებს 2012 წელს?


გამოკითხვის იდეა ზებრა კალმების კორპორაციას ეკუთვნის, რომელსაც სურდა გაეგო, თუ რომელი ცნობილი ადამიანებით დაიღალა საზოგადოება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

რეალითი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავები დები კარდაშიანები რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში კამერების წინ პოზირებდნენ.

კლოუი კარდაშიანი ფანებს ეუბნება, თუ როგორ უყვართ დებს ისინი და როგორ სურთ თითოეული მათგანის გაცნობა და მათთან ჩახუტება.

ფანებს შეიძლება მოსწონთ კარდაშიანები, მაგრამ ამერიკელების უმრავლესობას არც ისე. გამოკითხვის შედეგებში, თუ რომელი სელებრითის ნახვა არ სურთ ამერიკელებს 2013 წელს, კარდაშიანების კლანმა 10-ეულში 1 ადგილი დაიკავა. ამერიკელი ზრდასრულების 70 პროცენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2013 წელს კარდაშიანებს ისე ხშირად აღარ ნახავს ტელე-ეკრანებზე, როგორც გასულ წელს.

ჰარისის ინტერაქტიულ გამოკითხვაში, მეორე ადგილზე ლინზი ლოჰენი გავიდა.

„მე ამას ასერიოზულად აღვიქვამ, ეს ჩემი ცხოვრება და კარიერაა,“ ტირილით განუცხადა ლოჰენმა მოსამართლეს. ის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე სასამართლოში უკვე რამდენჯერმე იყო. პირობითი სასჯელის დარღვევის შემდეგ კი, ის ერთი თვე ციხეშიც იჯდა. ამერიკელების 68 პროცენტი აცხადებს, რომ ლოჰენის შეცდომებით დაიღალნენ.

მესამე ადგილზე ასევე რეალითი შოუს ვარსკვლავები 6 წლის ჰანი ბუ ბუ და დედამისი ჯუნ შენონი არიან. ჰანი ბუბუ საბავშვო სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია, დედამისი კი ჭარბწონიანი სამხრეთელი ამერიკელია.
გამოკითხულთა ორი მესამედი ამბობს, რომ ყელში ამოუვიდათ ჰანი ბუბუცა და დედამისიც.

სიაში დანარჩენ ადგილებს შემდეგი ვარსკვლავები იყოფენ: თინეიჯერი მომღერალი ჯასტინ ბიბერი, R&B -ის მომღერალი კრის ბრაუნი და ფილმი "თვაილაითის" მთავარი გმირი კრისტენ სტიუარტი, რომელიც ტაბლოიდების სალაპარაკო თემა მაშინ გახდა, როცა მეგობარ ბიჭს უღალატა.

გამოკითხვის ჩატარება ზებრა კალმების კორპორაციის იდეა იყო. კომპანიას სურდა გაეგო, თუ რომელი ცნობილი ადამიანებით დაიღალა საზოგადოება. კრის ფარელი კომპანიის დირექტორია:

„ვიფიქრეთ, რომ სახალისო შედეგებს მივიღებდით. თავდაპირველად იდეა კალმების რეკლამებისთვის გამოვიყენეთ, მაგრამ შემდეგ მან უფრო სერიოზული ფორმა მიიღო.“

ყველა ცნობილი ადამიანი, რომლებიც ამერიკელებს 2012 წელს მობეზრდათ, ჰოლივუდში არ ცხოვრობს. მათი ერთი ნაწილი კაპიტოლიუმის ბორცვზე მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი და რეზერვის გენერალი დევიდ პეტრიუსი იყო.

გენერალს, რომელიც ამერიკელებს გმირად მიაჩნიათ, საყვარელი ჰყავდა. რომანთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პეტრეუსი თანამდებობიდან გადადგა და რამდენიმე ხნის განმავლობაში ახალი ამბების გამოშვებებში განხილვის ძირითადი თემაც კი იყო. ამერიკელების 20 პროცენტს პეტრეუსსა და მის სასიყვარულო ისტორიაზე აღარაფრის გაგება არ სურს.

კიდევ ერთი ნაკლებად საყვარელი ფიგურა ბიზნეს მაგნატი დონალდ ტრამპია. წინასაარჩევნო პრიოდში ის დაჟინებით ითხოვდა პრეზიდენტ ობამას დაბადების მოწმობის ნახვას და ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ამერიკაში არ იყო დაბადებული. ქვეყანაში დაბადება ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობაა.

ობამამ დაბადების მოწმობის ასლი საჯაროდ გამოაქვეყნა და ტრამპმა დამარცხება აღიარა:

„ჩვენმა პრეზიდენტმა საბოლოო ჯამში წარადგინა დაბადების მოწმობა.“

გამოკითხულთა უმრავლესობა უმაღლესი განათლების მქონე ამერიკელები არიან. ისინი აცხადებენ, რომ 2013 გაიცლებით უკეთესი წელი იქნება, თუ დონალდ ტრამპი ტელეეკრანებზე ხშირად არ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG