ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მინისტერიალის მთავარი თემა - ურთიერთობა რუსეთთან


ბრიუსელში გამართული ნატოს შეხვედრის მთავარი თემა ალინსსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

პარასკევს ჩატარებული უმაღლესი დონის შეხვედრა, ნატოს ბრიუსელის ძველი შენობისთვის ბოლო იქნება. ივნისში, ალიანსის საერთაშორისო პერსონალი და 29 საელჩო ახალ, 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შტაბ-ბინაში გადავა.

თუმცა ძველი გამოწვევები დარჩება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე თქვა, რომ ალიანსის ყურადღების ცენტრში მოსკოვის „საშიში საქციელი“ იქნებოდა, რაშიც "შედის ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა, კიბერ-თავდასხმები და დეზინფორმაცია.“

რუსეთის თემასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრება ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, ერაყში უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაში, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ერთი დღით ადრე დამტკიცებული მაიკ პომპეოც მონაწილეობა. ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე დასწრება მისთვის ამ ამპლუაში პირველი ოფიციალური ვიზიტია.

პომპეოს თქმით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „უარს აცხადებენ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობის აღდგენაზე“, სანამ მოსკოვი არ გაიყვანს თავის ძალებს, არ შეწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლების მხარდაჭერას და არ დაუბრუნებს ყირიმზე კონტროლს უკრაინას“.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ნატოს მიმართ კრიტიკას გამოთქვამდა, ივლისში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული რეფორმის ცენტრის მკვლევარი სოფია ბეში ამბობს, რომ "ერთის მხრივ, გვესმოდა პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა, რომელიც ყოველთვის მთლად ისეთი არ იყო, რისი გაგონების იმედიც ნატოელ მოკავშირეებს ჰქონდათ. მეორეს მხრივ, ბოლო რამდენიმე წელიწადში, შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან რეალური ვალდებულებები და რუსეთის მიმართ, ახლა უფრო ძლიერ ნაბიჯებს ვხედავთ.“

სამომავლოდ, ნატოს დღის წესრიგში ორგანიზაციის გაფართოება, სავარაუდოდ, ისევ დგას. თუმცა, უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე სკეპტიკური მოსაზრების მქონე მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ პროცესს წლები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG