ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მინისტრებმა სირიაზე ისაუბრეს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ იანვარში ჟენევაში დაგეგმილი სირიის სამშვიდობო კონფერენციის გამართვას.

დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა სირიის ლიდერობით პოლიტიკური პროცესის წარმართვაა.

მათ ასევე გამოთქვეს იმ პროცესის მხარდაჭერა, რომელიც ერთობლივი ძალებით სირიის ქიმიური იარაღის განადგურების მიმართულებით მიმდინარეობს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა შეხვედრა გამართეს სირიის სამშვიდობო კონფერენციისა და ქვეყანაში გარდამავალი მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG