ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისზე სამხედრო გადაწყვეტილება არ არსებობს


ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ სირიის მთავრობა საკუთარ დანაპირებს შეასრულებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმედს გამოთქვამს, რომ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ სირიის მთავრობა ოპოციზიციის მოთხოვნას ბაშარ ალ ასადის მოლაპარაკებებზე დასწრებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.

ვარშავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით არანაირი სამხედრო გადაწყვეტილება არ არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ სირიის მთავრობა საკუთარ დანაპირებს შეასრულებს.

„იმედი მაქვს, რომ სირიის მთავრობა და მისი მხარდამჭერი ქვეყნები: რუსეთი და ირანი საკუთარ ვალდებულებას შეასრულებენ და ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჩავლენ,“-განაცხადა ჯონ კერიმ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიზანია, ორივე მხარემ დროებითი მთავრობის შექმნას დაუჭიროს მხარი,რაც საშუალებას მისცემს სირიელ ხალხს საკუთარ მომავალზე თავად იზრუნოს.
XS
SM
MD
LG