ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, ზოგჯერ მკაცრი კომენტარები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისადმი, გაუმართლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია უკრაინის ახლო მოკავშირეა და ხშირად ეხმარება კიდეც, ქვეყნის მიერ ყოყმანი შორი რადიუისის "ტაურუსის" რაეკტების გადაცემაზე, კიევის იმედგაცრუებას იწვევს.
"მე ხშირად მითქვამს ზელენსკისთვის, რომ ოლაფ შოლცის კრიტიკა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს უსამართლობაა", - თქვა რუტემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
რუტემ ასევე განაცხადა, რომ შოლცისგან განსხვავებით, ის უკრაინას "ტაურუსს" გადასცემდა და მათ გამოყენებაზე შეზღუდვას არ დააწესებდა.
"ზოგადად, ვიცით, რომ ასეთი შესაძლებლობები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა რუტემ.
ნოემბერში შოლცსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ზელენსკიმ კი მომხდარზე თქვა, რომ ამით "პანდორას ყუთი გაიხსნა" და რომ ეს ზარი ხელს უშლიდა რუსეთის იზოლაციის მცდელობას.