ერთი კრებულით ჯაზის ახსნა რომ შეიძლებოდეს, ამ მისიას 1959 წელს გამოშვებული ლეგენდარული მაილს დევისის დისკი „Kind of Blue” შეასრულებდა.
მრავალი ათწლეულია ის პროფესიონალი ჯაზმენებისა და დამწყები მუსიკოსების შთაგონების წყაროა. „Kind of Blue” მსმენელების მიერ ერთ-ერთ აღიარებულ კრებულადაც იქცა. აშშ-ის მუსიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ჯერ კიდევ 2002 წელს ქვეყანაში გაყიდვებმა 3 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
როგორც მრავალი ალბომი „Kind of Blue” 1959 წლის მარტსა და აპრილში ორი სესიით ნიუ იორკის ცნობილ ჩამწერ სტუდიაში კოლუმბია რეკორდსში ჩაიწერა .
როგორც თვითმხილველები იხსენებენ თავად პროექტში განსაკუთრებული არაფერი იყო. როდესაც სტუდიაში მუსიკოსები შეიკრიბნენ მაილს დევისმა მათ მოკლე მონახაზით აუხსნა რა სახის მუსიკა უნდა დაეკრათ. ნოტები მათ მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწერა გამოჩენილი პიანისტის ბილ ევანსის ხელშეწყობით. მაილს დევისს არ სურდა, რომ მუსიკოსებს მისი დეტალური მითითებით ეხელმძღვანელათ. მთელი ყურადღება შინაგან განწყობას და მუსიკის ბუნებრივად გადმოდინებას დაეთმო. მსგავსი იმპროვიზაცია მუსიკოსებისთვის ახალი არ იყო და შედეგად კრებულში შესული 5 კომპოზიცია იმპროვიზაციაული ნიჭისა და მუსიკალური ექსპერიმენტის შესანიშნავი მაგალითი გახდა.
კრებულში საყვირზე პარტიას თავად მაილს დევისი ასრულებს, ალტ საქსაფონი ჯულიან „ქენონბოლი“ ადერლია, ტენორ საქსაფონი ჯონ კოლტრეინი, ბასი პოლ ჩემბერსი ხოლო დასარტყამ ისნტრუმენტზე ჯეიმს კობი უკრავს.
მაილს დევისს არაჩვეულებრივი ნიჭი გააჩნდა გარშემო შემოკრიბა საუკეთესო მუსიკოსები, ხშირად ჯერ კიდევ უცნობი, ახალგაზრდა შემსრულებლები. რომლებიც შემდგომ დამოუკიდებლად აგრძელებდნენ წარმატებულ კარიერას და საკუთარ ჯგუფებს ქმნიდნენ. „Kind of Blue”-ს ჩაწერაც გამონაკლისი არ იყო. საოცარია ამ კრებულის მოსმენა და იმის აღქმა თუ როგორ მუშაობს ყოველი მუსიკოსი ერთიან გუნდათ და ამავე დროს როგორი იდივიდუალიზმი ახასიათებთ თითოეულ მათგანს. ჯონ კოლტრეინისა და „ქენონბოლ“ ადერლის პაექრობა საქსაფონებით კი შეუდარებელია.
მაილს დევისისთვის კრებულის შექმნის პროცესში მიზანს ახალი, განსხვავებული ჟღერადობის ძიება წარმოადგენდა. მოდალური ფორმა კი ამ კრებულის გასაღები გახდა. მსგავსი სისტემა მუსიკოსს მეტ თავისუფლებას აძლევს. კრებულის „Kind of Blue” -ს გამოსვლის შემდეგ კი მუსიკოსებმა უფრო ხშირად დაიწყეს ამ ფორმის გამოყენება.