სამხრეთ მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური კვლევების მიხედვით, რიხტერის შკალით 6.2 მეათედ ბალიანი ბიძგები დღეს ოაქსარადან სამხრეთ-დასავლეთოთ, მიწის ზედაპირიდან 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
თვითმხილველების თქმით, ბიძგებმა წყნარი ოკეანის სანაპიროს მცხოვრებლები საკმაოდ შეაშინა და შენობებიდან ქუჩაში გამოიყვანა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, არის თუ არა მსხვერპლი ჯერ-ჯერობით უცნობია.