მედიისა და გასართობი ინდუსტრიის გიგანტი კომპანია "უოლტ დისნეი" აცხადებს, რომ რეჟისორ ჯორჯ ლუკასის სტუდიას 4 მილიარდ დოლარად ყიდულობს და ამ შენაძენში ლუკასის ტელესერიალი "ვარსკვლავური ომებიც" შედის.
ლუკასმა სამშაბათს გაკეთებულ ამ განცხადებასთან ერთად, სერიალ "ვარსკვლავური ომების" ტრილოგიის დასკვნითი ფილმის შესახებაც გააკეთა მინიშნება, რომელიც 2015 წელს მერვე და მეცხრე ეპიზოდებს მოიცავს.
68 წლის რეჟისორი ჯორჯ ლუკასი, რომლის კომპანიაც სან ფრანცისკოში 35 წელია ფუნქციონირებს, აცხადებს, რომ დადგა დრო, როდესაც "ვარსკვლავური ომები" ახალი თაობის რეჟისორებმა უნდა გადაიღონ.
ლუკასმა ამ გეგმების შესახებ მას მერე გამოაცხადა, რაც წლის დასაწყისში კომპანიის დირექტორობიდან გადადგა და ეს პოსტი პროდუსერ კეთლინ კენედის გადაულოცა. კენედი მალე დისნეის კუთვნილი "ლუკას ფილმის" დირექტორი გახდება.
ლუკასი აცხადებს, რომ დროა "ვარსკვლავური ომები" ახალი თაობის რეჟისორებმა გადაიღონ