აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს სამ ქვეყნაში ტურს იწყებს.
პირველი ქვეყანა იქნება ტუნისი, სადაც ის ამერიკა-ტუნისის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას
ტუნისიდან ჯონ კერი ვენაში გაემგზავრება, სადაც გაგრძელდება ოქტომბრის ბოლოს სირიის საკითხებზე დაწყებული მოლაპარაკებები, რომლებიც სირიის პოლიტიკურ მომავალსა და ისლამური სახელმწიფოს მეამბოხეებთან ბრძოლას შეეხება.
ვიზიტს კი ჯონ კერი თურქეთში დაასრულებს, სადაც ის ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეუერთდება დიდი ოცეული ლიდერების სამიტზე.