ჯაზ ვოკალისტი ჯეინ მონჰაიტი წელს წარმატებული კარიერის მე -10 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღს მან ახალი კომპაქტ დისკის გამოშვება დაუკავშირა, კრებული ჯაზ სტანდარტის სტილშია შესრულებული და მისი სახელწოდებაა „ home”. როგორც თავად ჯეინ მონჰაიტი აღნიშნავს მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რამდენადაც მას ახსოვს სიმღერის დაწყება ფეხის ადგმასთან, მის პირველ ნაბიჯებთან ერთად ხდებოდა. დღეს ის აღიარებული მუსიკოსია და მე 20 საუკუნის საუკეთესო კომპოზიტორების სიმღერებს ასრულებს.
პროფესიონალური კარიერა ჯეინმა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, როდესაც ის ქალაქ ნიუ იორკში მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. სწვალის პერიოდში მან თელონიუს მონკის სახელობის ჯაზ ვოკალისტთა საერთასორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მე
2 ადგილი დაიკავა. 21 წლის ასაკში კი მან ერთ-ერთ წამყვან სტუდიასტან კონტრაქტი გააფორმა. პირველი მისი კრებული” „never never land” შეიცავდა ბალადისა და სვინგის სტილის სიმღერებს და სწორეს ეს ალბომი გახდა მისი კარიერის აღმავლობის საწყისი. საუკეთესო კრებულის წოდება მას ერთი წლის განმავლობაში ეკავა.
ახალ კრებულში ჯეინი კლასიკურ ბალადებს უბრუნდება , ის ასრულებს დუკ ელინგტონის, ირვინ ბერლინის, მაკ გორდონისა და ჰარი ვორენის , ასევე ალეკ ვაილდერის სიმღერებს.
ჯეინ მონჰაიტის თქმით კრებულის სახელწოდება „home“ ანუ სახლი ძველ, მაგრამ მისთვის საყვარელ ჯაზ სტანდარტთან დაბრუნებაა. მისეული ინტერპრეტაცია ახალი მსმენელის მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა.
კომპაქტ დისკის გამოშვებასთან დაკავშირებით ჯეინმა საკონცერტო ტური წამოიწყო ამერიკის მასშტაბით რომელიც 2011 წლის მაისამდე