ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ კოალიციურ მთავრობას ქმნის


ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპოზიციურ კადიმას პარტიასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას იწყებს. შესაბამისად ნეთანიაჰუმ გააუქმა მოწოდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. როგორც გაირკვა, მოლაპარაკების შედეგად, ნეთანიაჰუმ კადიმას ლიდერს შაულ მოფაზის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. თუმცა კვირას, ნეთანიაჰუ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.

როგორც მან მმართველი ლიკუდის პარტიის წევრებს განუცხადა, მას აღარ უნდა რომ დარჩენილი წელწადნახევარი არასტაბილურ გარემოში გაატაროს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიაკს ზიანს აყენებს.

XS
SM
MD
LG