ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ნავთობ ინდუსტრიაზე მიტანილმა კიბერ შეტევებმა, მინომალური ზარალი მიაყენა მართვის სისტემას. ექსპერტების სწრაფი რეაგირების ხარჯზე ინტერნეტ ვირუსების მოქმედება აღმოიფხვრა. ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო "ირნა", ნავთობ რესურესების სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც სამინისტროს კომპიუტერული ქსელები ვირუსს არ დაუზიანებია. მინისტრი ჰამდოლა მოჰამედნეჟადი ირწმუნება, რომ ნავთობის წარმოების პროცესი ქვეყანაში არ შეფერხეულა და ყველა სისტემა გამართულად მუშაობს. ამასთან მან დასძინა, რომ გამოძიებას რამდენმე დღე დასჭირდება.
ამავე თემაზე
პოპულარული
1