ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობამ საუდის არაბეთი მკაცრად გააკრიტიკა


ირანის მთავრობამ საუდის არაბეთი მკაცრად გააკრიტიკა
ირანის მთავრობამ საუდის არაბეთი მკაცრად გააკრიტიკა

ირანის მთავრობამ საუდის არაბეთი მკაცრად გააკრიტიკა იმისა გამო, რომ სამეფომ მზადყოფნა გამოთქვა გაზარდოს ნავთობის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რაოდენობას შეამცირებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აქბარ სალეჰიმ სამშაბათს ირანული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის განცხადება „არა მეგობრულია.“

ეს შეფასება იყო პასუხი საუდის არაბეთის ნავთობის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც სამეფო ნავთობის წარმოებას დღეში 2 მილიონ ბარელამდე გაზრდის მსოფლიოში ნავთობთან დაკავშირებული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, რომლეთა თანახმადაც ევროპელებს ირანულ ნავთობკომპანიებთან ბიზნესურთიერთობა აეკრძალებათ.

XS
SM
MD
LG