ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტმა კევინ რადმა განაცხადა, რომ ავსტრალია ირანის მიმართ იგივე ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რაზეც ორშაბათს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ. ნავთობის იმპორტის აკრძალვასთან ერთად, ავსტრალია ქვეყნის ცენტრალურ ბანკში ირანის აქტივებს გაყინავს.
სანქციები დასავლეთის მიერ ირანის ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად და ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგაა მიმართული.
ირანმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას „არალოგიკური და უსამართლო“ უწოდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ირანს უდიდესი ენერგო-რესურსების მარაგი აქვს, ხოლო მსოფლიოში კი მათზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, დაწესებული სანქციების შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში არარეალური იქნება.