ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდი ხელმძღვანელის ძიებაშია


სავალუტო ფონდი ხელმძღვანელის ძიებაშია
სავალუტო ფონდი ხელმძღვანელის ძიებაშია

სავალუტო ფონდის მმართველის თანამდებობაზე საფრანგეთის ფინანსთა მინსტრმა ქრისტინ ლეგარდმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა. ამის შესახებ განცხადება მან ოთხშაბათს გააკეთა და ექსპერტების აზრით ის ფავორიტადაც ითვლება.

„ ვიცი რომ რთულ საქმეს ვეჭიდები. ამ გამოწვევას მე დიდი თავმდაბლობითა მოვეკიდები და იმედი მაქვს რომ ჩემი კანდიდატურის ირგვლივ სრული კონსენსუსი შეიქმნება.“

ევროპელი ლიდერები თვლიან რომ ქრისტინ ლეგარდე წარმატებით გაუძღვება სავალუტო ფონდს და დომენიკ სტრაუს კანს შეცვლის. შეგახსენებთ რომ ეს უკანასკნელი ნიუ იორკში სექსუალური ძალადობისთვისაა დაკავებული. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ხაზი გაუსვა ლეგარდეს პრეფესიონალიზმსა და ევროპის სავალუტო დავალიანების კრიზისის საკითხის ცოდნას, რაც ლეგარდეს საუკეთესო კანდიდატს ხდის. თუმცა საფრენგეთის ფინანსთა მინისტრს ოპონენტები გამოუჩნდენენ. სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, რუსეთი და ბრაზილია საერთოდ ეწინააღმდეგებიან უკვე დაწესებულ წესს, რომლის მიხედვითაც სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად ევროპელი ინიშნება.

სამხრეთ აფრიკის ფინანსთა მინისტრის პრავინ გორდანის განცხადებით:

„ ჩვენ გვინდა რომ იყოს თანასწორობა, რომ ყველას ჰქონდეს შანსი თავისი კანდიდატურის დასახელების. ეს ადრეც იყო მსჯელობის საგანი. ინდუსტრიული ქვეყნების ოცეულის დისკუსიის ფარგლებში ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი ღიად და გამჭვირვალედ.“

მექსიკის ცენტრალური ბანკის მმართველის აგუსტინ კარსტენის განცხადებით, ის უკვე ჩაერთო საარჩევნო მარათონში და იმედი აქვს, რომ მხარდაჭერას მოიპოვებს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან:

„ ვესაუბრე სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს და საუბარში მათ აღნიშნეს, რომ მიესალმებიან მექსიკის მიერ ჩემი კანდიდატურის წამოყენებას. რათქმა უნდა მათ სურთ ჩემი წარსული საქმიანობის და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის შესწავლა. ეს ესეც უნდა ხდებოდეს. თანამდებობა უნდა შეხვდეს საუკეთესო კანდიდატს.“

ნორვეგიის პრემიერ მინისტრის ჯენს სტოლეტენბერგის განცხადებით:

“ ეს საკითხი უკვე ფართო განსჯის საგანია , რა თქმა უნდა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად უნდა აირჩეს ამ საქმის კარგი მცოდნე და გამოცდილი ადამინი. ამიტომაც ჩვენს მხარს დაუჭერთ სწორედ ზემოხსენებული მონაცემების პროფესიონალს და არ მივანიჭებთ უპირატესობას რაიმე გეოგრაფიული კუთვნილების მიხედვით.“

პეტერსონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტი ჯაკობ კირკეგაარდი თვლის რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ამ თანამდებობაზე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გლობალურ საბანკო სისტემაში რაიმე შეიცვალოს.

თავის მხრივ აშშ-ს რომელსაც ყველაზე მეტი ხმა გააჩნია სავალუტო ფონდში ამის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. ორგანიზაციის დირქტორთა საბჭო სამ ძირითად კანდიდატს სავარაუდოდ 10 ივნისისთვის დაასახელებს. ხოლო თვის ბოოლოსთვის მათგან მმართველის სკამი ერთს დარჩება.

XS
SM
MD
LG