ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი ვაშინგტონში ჩამოვა


ვაშნგტონში დაგეგმილ ვიზიტამდე დეკემბერში ჰამიდ კარზაი ამერიკის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობები იყო 2014 წელს 60 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შემდეგ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ვიქტორია ნულანდის კომენტარი მოსალოდნელ ვიზიტზე უკვე ცნობილია:
"ორმხრივი შეხვედრებისას განიხილება საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის უსაფრთხოება, პოლიტიკური ტრანზიცია, ავღანეთის არჩევნებში 2014 წელს, ამერიკის მიმდინარე ეკონომიკური დახმარება, ჩვენი აბრეშუმის გზის სტრატეგია, რეგიონალური ინტეგრაციის ხედვა და ასე შემდეგ. ჩვენს შორის ბევრია სასაუბრო და ამერიკელი ლიდერები მოუთმენლად ელიან ბატონი კარზაის ჩამობრძანებას."

ამ ფონზე, თალიბი მეამბოხეები აგრძელებენ კარზაის მთავრობისთვის პრობლემების შექმნას. თალიბები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ავღანეთის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით კი პაკისტანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვაშინგტონში ბაზირებული კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი მალუ ინოკენტი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მეორე საპრეზიდენტო ვადა ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობებში ცვლილების კარგი შანსია.

ექსპერტი ფიქრობს, რომ საჭიროა თალიბანთან მუშაობა, რათა მათი მთავრობის შიგნით ინტეგრაცია მოხდეს, ასევე უნდა დაიწყოს არსებული რეალობის უკეთ გაცნობიერება, თალიბანის კავშირების დადგენა, მათი თავსშესაფრის უკეთ გაგება პაკისტანში, და უკეთ შეგუება იმ ფენომენთან, თუ როგორ შეუძლია ამერიკას, საკუთარი ინტერესების გათვალისწნებით და შეზღუდული შესაძლებობიდან გამომდინარე, სიტუაციის შეცვლა.

ავღანეთი და პაკისტანი ამ ეტაპზე ზოგი თალიბი პატიმრის გათავისუფლების ინციატივის ფარგლებში თანამშრომლობენ, ეს ძალისხმევა კი სავარაუდოდ ამ დჯგუფების ზომიერი ელემენტების გადმობირებას მოიტანს შედეგად.

ავღანეთის მთავრობის სპიკერი აიმალ ფაიზი ამბობს, რომ თალიბი პატიმრების ამნისტია ავღანეთში სამშვიდობო პროცესს შეუწყობს ხელს და ამასთან, თალიბთა გარკვეულ ნაწილს ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.

ამ თანამშრომოლობას დადებითად აფასებს ამეირკის სახელმწიფო დეპარტამენტიც:

ნულანდი: "უნდა მოხდეს ამ ძალისხმევის ხელშეწყობა რათა თანამშრომლობის ოპტიმალური გზა მოინახოს, მოხდეს ძალადობის დაგმობა, მხარეებმა აღიარონ ავღანეთის კონსტიტუაიცა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. თუმცა უფრო ზოგადად, ამერიკა მხარს უჭერს ავღანეთსა და პაკისტანს შორის შერიგების გზაზე სავალდებულო დიალოლგის პროცესს."

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ავღანეთში, 2014 წლის შემდეგ უსაფრთხოების მდგრად კონტიგენტს შეინარჩუნებს, ტრეინინგისა და კონტრტერორისუტული ოპერაციების მხარდაჭერის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG